მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
ამჟამად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა განაცხადა. ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ამბობს, აგრესორი ქვეყანა მზადაა, პირისპირ შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის გაიმართოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად დაიგეგმება მოლაპარაკებები. პირველ სამ რაუნდზე, რომელიც 7 თებერვალს, 3 მარტს და 7 მარტს გაიმართა, მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს. უკრაინული მხარის მთავარი მოთხოვნაა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ჰუმანიტარული დერეფნები მოსახლეობისთვის და დონეცკისა და ლუგანსკის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნება. პარალელურად, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები შედგეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორისაც. უცხოური მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს პირისპირ, ისრაელის ტერიტორიაზე. საპასუხოდ, ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან იერუსალიმში მოლაპარაკებებისთვის. ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. ასევე გავრცელებული ცნობით, რუსეთს მოლაპარაკებების იერუსალიმში გამართვის იდეა არ უარუყვია, მაგრამ ამავდროულად ისრაელი არ არის დარწმუნებული, რომ შეხვედრას უმასპინძლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სამართლიანი არჩევნების“ არითმეტიკა / ოპოზიცია მეხუთე რაუნდი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებების და შეთანხმების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster