უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
სამი ოპოზიციური პარტიის დიალოგი არ შედგა. გიორგი ვაშაძემ ალეკო ელისაშვილთან და „გირჩთან“ შეხვედრაზე უარი თქვა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ნებისმიერი ინიციატივის საერთო ოპოზიციურ ფორმატში განხილვის მომხრეა. არგუმენტი გაუგებარია „მოქალაქეებისა“ და „გირჩისთვის“, რომლებიც დილიდან ამტკიცებდნენ, რომ ვაშაძე მათთან შესახვედრად მზად იყო. ორი ოპოზიციური პარტია გიორგი ვაშაძის მიმართ შესაძლო კომპრომატების არსებობაზე ალაპარაკდა. ჩაშლილი მოლაპარაკების მიუხედავად, ძალაში რჩება ელისაშვილის და ხვიჩიას ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთგვარ პლებისციტად იქცეს. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა ეს წინადადება საერთო ოპოზიციურ ფორმატში განხილვის საგანი. ინიციატივის ავტორები ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტებად უკვე იქცნენ. განსაკუთრებით მწვავეა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, რომელიც „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს ოპოზიციად უკვე აღარ მიიჩნევს და მათ წევრებს „ქართული ოცნები“ ტერმინოლოგიით საუბარში ადანაშაულებს. ამის მიუხედავად ერთმანეთთან შეთანხმებული ორი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის მზაობას მაინც გამოთქვამს, თუმცა ახალ პირობასაც აყენებს, შეხვედრები მედიისთვის ღია უნდა იყოს. ახლა პოზიციაც და მმართველი გუნდიც მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. თუ მოლაპარაკებების ფანჯარა შეთანხმების გარეშე დაიხურება, ოპოზიცია პროცესის ისევ ქუჩაში გადატანას აანონსებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 29 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება და არჩევნებისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობაში“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მანიკა ასათიანი - "სადაც სულ უთანხმოება და ყოველდღიური ჩხუბი...
TIAGE
ეკა ბესელია მორიგ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების განცხადება და გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო გადაჯგუფება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 29 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster