„სამართლიანი არჩევნების“ არითმეტიკა / ოპოზიცია მეხუთე რაუნდის მოლოდინში #LIVE

14.12.2020 01:02:05

• „სამართლიანი არჩევნების“ არითმეტიკა და დაგვიანებით აღიარებული შეცდომა - ორგანიზაციას, რომელმაც პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებული ხარვეზები 41 დღის შემდეგ აღიარა, მმართველი პარტია მანიპულაციაში ადანაშაულებს; უხეში შეცდომა თუ მანიპულაცია - როგორ დაითვალა ხმები „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა; • ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია - პარტიების ნაწილი სიების ჩახსნას და მანდატების დათმობას არ ჩქარობს, ნაწილი კი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაწყვეტილების შეცვლას აანონსებს; ოპოზიციის სტრატეგია და მოლოდინები; • აშშ-ი კომპანია ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზას იღებს, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი კი მსოფლიოს ამცნობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ფორმა დაფიქსირდა; ეპიდემია, როგორც მსოფლიოს გამოწვევა და ევროპული შობა პანდემიის პირობებში; • ქვეყანა ტელევიზიის გამორჩეულ ტელე-სახეს, დონარა კინწურაშვილს ემშვიდობება - ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი სახე, რომელიც ცისფერ ეკრანზე თითქმის, ნახევარი საუკუნის განმავლობაში დარჩა, ტელეწამყვანის გზა და ისტორია, რომელიც ტელევიზიის პირველმა თაობამ შექმნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: