უთანხმოება ოპოზიციაში და მოლაპარაკების პერსპექტივა
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინში ოპოზიციის შიგნით უთანხმოება მწვავდება. ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ ნაწილის შემდეგ თავდასხმის ობიექტი ამჯერად „ლელოს“ ლიდერი ხდება, რომელიც ვადამდელი არჩევნების 2022 წელს ჩატარების საკითხზე ალაპარაკდა. პარლამენტს მიღმა დარჩენილმა ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა ხაზარაძეს იმდენად შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა, რომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს პოლიტიკურმა პარტნიორებმა კორექტულობისკენ მოუწოდეს. ხაზარაძეს ინიციატივა დაუწუნა „ლეიბორისტების“ ლიდერმაც. გადაადგილებების და შიდა დაპირისპირების ფონზე სულ უფრო ოპტიმისტური ხდება მმართველი გუნდის პროგნოზები. „ქართული ოცნება“ ოპოზიციიდან იმ პოლიტიკურ ძალებზე მიანიშნებს, რომლებთანაც მოლაპარაკების და შეთანხმების შანსებს ხედავს. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ იანვრის ბოლოსთვის ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი ექნება. მმართველ გუნდში ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ იმუშაონ რეფორმებზე ოპონენტების იმ ნაწილთან ერთად, ვინც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, „ლელოს“ ლიდერის განცხადებაში ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთხოვნა ამოიკითხა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ. ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციური ერთობის მხრიდან თავდასხმების პირველი სამიზნე გახდა, ფიქრობს, რომ ახლა არა რევოლუციის, არამედ პოზიციების დაახლოების დროა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უთანხმოება ოპოზიციაში და მოლაპარაკებების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ოპოზიციის ლიდერების შეკრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უთანხმოება ოპოზიციურ ერთობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო მოდელის განხილვა და განხეთქილება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster