ომი უკრაინაში - 25-ე დღე


ყოველდღიურად მზარდი მსხვერპლი და დაბომბილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 25-ე დღეა გრძელდება. რუსეთის ძალებმა ისევ მიიტანეს იერიში კიევზე, მარიუპოლზე, ხარკოვსა და სხვა უკრაინულ დასახლებებზე. არიან გარდაცვლილები. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები რეზერვებს ელოდებიან და კიევზე შეტევისთვის გადაჯგუფებას ახორციელებენ, სიტუაციას ძირეულად მაინც ვერ შეცვლიან. ამ ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ისევ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს და ვარაუდობს, რომ „მოლაპარაკების წარუმატებლობამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მედიასთან ადასტურებს, რომ  რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან