ომი უკრაინაში - 25-ე დღე
ბოლო ცნობები უკრაინიდან. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს. შენობა განადგურებულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჯერ კიდევ გუშინ, მარიუპოლის ქუჩებში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ამჟამად 300 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ისინი საკვების, წყლისა და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტს განიცდიან. ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამასთან ერთად, ხარკოვში რუსეთის ძალების მიერ გახსნილ საარტილერიო ცეცხლს ცხრა წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთის ძალები ამჟამად კონცენტრირებულები არიან პოზიციების გადაჯგუფებაზე და გაძლიერებაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ თითქმის სრულად დაკარგა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის რაზმი, რომელიც კიევის მიმართულებით საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა 10-ზე მეტი რუსი სამხედრო მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინეს, მათ შორის არის ექვსი გენერალი. ამ დროის მონაცემებით, მოსახლეობის ევაკუაციისთვის გახსნილია 7 ჰუმანიტარული დერეფანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 25-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 109-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში -116-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 279-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 522-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 717-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 31-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 75-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster