ომი უკრაინაში -116-ე დღე
რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებს. საოკუპაციო ძალებმა სამი სარაკეტო დარტყმა დნიპროს ოლქში განახორციელეს და ნავთობბაზა გაანადგურეს. შედეგად, დაშავებულია 11 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შეტევა გრძელდება მიკოლაევის და ხარკოვის რაიონებზეც. დარტყმების შედეგად, ხარკოვში განადგურებულია ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ტერმინალი. საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს დონბასის რეგიონშიც. გასულ ღამეს დაბომბვების შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი. ისევ გრძელდება ინტენსიური ბრძოლები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ბოლო ცნობებით, რუსებმა სევეროდონეცკში გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს და ქალაქს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა სევეროდონეცკისა და პოპასნაიას მიმართულებით რეზერვების დიდი რაოდენობის მობილიზება მოახდინეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ გასულ დღეს აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში 87 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, საბრძოლო მასალების ორი საწყობი კი გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 571-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 438-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 565-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 419-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 54-ე დღე - უკრაინის მთავრობა ლუგანსკის მოსახ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 24-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 25-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster