ომი უკრაინაში - 109-ე დღე

12.06.2022 01:47

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. ძირითადი ბრძოლები კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მძიმე რჩება ვითარება ქალაქ სევეროდონეცკში. უკრაინელები ქალაქის მხოლოდ 30 პროცენტს აკონტროლებენ. სერგეი გაიდაის თქმით, გრძელდება სევეროდონეცკის და მის მახლობლად მდებარე ლისიჩანსკის დაბომბვები, რის შედეგადაც ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება. დაბომბვების შედეგად, ხანძარი გაჩნდა ქარხანა „აზოტში“, სადაც უკრაინული მხარის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. დაიბომბა ხარკოვის რაიონიც, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. დონეცკის რაიონზე ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, 10 კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ტერნოპოლსკის რაიონზეც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში, რუსების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, რის შედეგადაც 50-მდე რუსი ჯარისკაცი, 10 ტანკი, 16 ჯავშანტრანსპორტი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ომი უკრაინაში - 45-ე დღე
02:37

ომი უკრაინაში - 45-ე დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ომი უკრაინაში - მმართველი გუნდის დეპუტატები ომის ორწლიან შედეგებს ეხმაურებიან
01:49

ომი უკრაინაში - მმართველი გუნდის დეპუტატები ომის ორწლიან შედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ჩვენი მთავრობა უნდა იძახდეს, რომ  რაც უკრაინაში ხდება, ის არის, რაც საქართველოში ხდება 30 წელი\"
01:49

"ჩვენი მთავრობა უნდა იძახდეს, რომ რაც უკრაინაში ხდება, ის ა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ზელენსკის ყველა კარტი და კოზირი ხელში ეჭირა -კრემლი ისევ იმუქრება და უკრაინას უკან დახევას სთხოვს
01:49

ზელენსკის ყველა კარტი და კოზირი ხელში ეჭირა -კრემლი ისევ იმუ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის\"
01:49

საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რუსეთი დამარცხდება ეტაპობრივად,  როგორც ბრძოლის ველზე,  ისე ეკონომიურად- რუსლან შავაძე
34:42

რუსეთი დამარცხდება ეტაპობრივად, როგორც ბრძოლის ველზე, ისე...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

BBC-ის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან
01:49

BBC-ის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

TV IMEDI

სალომე ზურაბიშვილის ყვითელი ბარათი /#სამნი \u0026 Co./ 15.03.2022
44:45

სალომე ზურაბიშვილის ყვითელი ბარათი /#სამნი \u0026 Co./ 15.03...

ყველა ვიდეო