● არის კაცი . . .

08/23/2013
TheApokaliptos-ის მიერ

არის კაცი ექიმი და აგრეთვე კაცი მუშა,
ერთმა კბილი უნდა ბურღოს, მეორემ კი ჩასვას შუშა
არის კაცი მონადირე, ხოცავს, ჟლეტავს ცხოველებს
კიდევ არის კაცი გივი, დაჰყვება უცხოელებს.
მხეცი კაციც ხომ არსებობს? რომ იტყვიან ქალები
ან კაც მჭედელს რა სჯობია? თუ გაგიცვდა ნალები
ზოგს სურს იყოს კაცი გმირი, იყოს კაცი ლეგენდა
ალბათ ასეც იქნებოდა, ფასეულს თუ შეგვძენდა.
ზოგი კაცი კაცუნაა, ესეც გამიგონია
ოქრო კაცი, კაცი ბანკი, რა დოვლათი ქონია?!
არის კაცი მერსედესი, კაცი რევოლუცია
ეს კი კაცი დოცენტია, დიპლომი დაუცვია.
მე არ ვიცი ვინ კაცი ვარ, რა სახელი მიხდება
ეს უცხოსთვის მიმინდვია, უკეთესად მიხვდება
ტიტულები არ მიზიდავს, და არცერთი პარტია
ჩემიანი ქალი მყავდეს, სხვა რაღა სანატრია...

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭