(თრილერი) PKTV ულოცავს ჩოქო მხეიძეს დაბადების დღეს -15 ოქტომბერს. ჩოქო 09.11.21წ. გარდაიცვალა...

11/19/2021
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php

● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  
ეს გახლავთ თრილერი. გადაცემის სრულ ვერსიას იხილავთ ლინკზე:    • PKTV, 'მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტ...  
გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის პირდაპირ ეთერში გავიდა 2021 წ. ოქტომბრის ბოლოს ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკაში 'კვირის ფერები - სახელდახელო სტუდია', სხვა რუბრიკების ერთობლიობით, რომელთაგან ერთ-ერთია 'კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს'.
გადაცემის სახელწოდებაა: ''მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტა უნდა დავაჩოქო', თენგიზ ჩოქო მხეიძის სტუმრობა და..გახსენება '.
გადაცემა ჩაწერილია 2021 წლის 9 ოქტომბერს.
ჩოქო იგივე თენგიზ მხეიძე, პოეტი, მხატვარი, ეროვნული მოძრაობის წევრი, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტ გამსახურდიას რწმუნებული, ასევე პრეზიდენტ გამსახურდიას რწმუნებული ჩეჩნეთ-ინგუშეთში, მოკლედ, საოცარი ზნეამაღლებული, დიდებული პიროვნება, კოლორიტი, მართლაც რომ, არგვეთის მთავართა ჩამომავალი - დიდგვაროვანი მხეიძე...
დაიბადა 15 ოქტომბერს (1954 წ.), სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2021 წლის 9 ნოემბერს, გადაცემის ჩაწერიდან ზუსტად ერთი თვის თავზე...
ნათელი დაუმკვიდროს უფალმა!
ამიტომ გადაცემა ხელახლა გადამონტაჟდა და ცოტა სხვა ელფერი მიიღო...
სამწუხაროდ, ეს გადაცემა უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა ბატონი ჩოქოსთვის - არადა, მაყურებელს ვპირდებოდით მასთან კიდევ შეხვედრას...
ბევრი რამ დარჩა უთქმელი...
მისი უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც 04.11.21 წ. -თია დათარიღებული: ' ფეხზე ვერ ვდგევარ, ვეღარ გნახულობ, ჩემო ტკივილო და გაზაფხულო'... და არის სამჯერ დაწერილი სახელი: 'ირაკლი დოკვაძეს ირაკლი ირაკლი ვეღარ...'
დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ.
გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. ოპერატორები: ზაქარია როჭიკაშვილი, კოტე ფორჩხიძე.
მონტაჟი: ქეთი სესიაშვილი

გამოიწერეთ ჩვენი არხი pk tv2; გთხოვთ, ნუ დაიშურებთ ყოველთვიურად სულ მცირე 1 ლარს და ჩაგირიცხეთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000975704900. s/k 404470899. ტელეკომპანია PKTV. ისევე თქვენს სასარგებლოდ, რადგან ჩვენ მართლა გულწრფელად გემსახურებით მართალი სიტყვითა და ინფორმაციებით
ასე რომ, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. გაგრძელებები იქნება...
ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , \"ახალი ქსელები\", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  . ასევე გვიყურეთ თანამგზავრზე - Azercosmos 46 გრადუსი, 30 000 ჰორიზონტალზე, სიხშირე -11095 (დროებით დაპაუზებულია)


● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან