● ქალბატონ ენს
ჩემო თვალის ჩინო!
ჩემო ნატვრის თვალო!
მათრობ, როგორც ღვინო!
საოცნებო ქალო!
ჩემთვის, ხიბლი შენი.
არის ხილი უცხო.
სიყვარულის სენი,
რად შემყარე? ურცხვო!
კარავი ხარ თბილი,
თუ შევძვერი _ ვაი!..
დამაცადე ძილი,
კაი ახლა, კაი!
შენ ხარ ჩემი ხვედრი...
თუ გაკოცე _ მტრისას!
შევაგებე მკერდი
კუპიდონის ისარს.
შენ მესტუმრე მაშინ
_ ჩემში ქარი ქროდა.
დაჰქრის ახლა ცაში,
რაც კი დარდი მქონდა.
შენ გაფანტე ბინდი,
შენ დაბადე მთვარე,
შენ გაფურჩქნე შინდი
_ ხარობს არე-მარე.
ცაზე მზეა ბაცი
სურვილი აქვს გგავდეს.
ჩემისთანა კაცი,
ნატრობს _ გვერდით ჰყავდეს.
ფიქრები ამ ქალზე
მომატარებს ქუჩებს.
ვეჭვიანობ ხალზე,
რომ უკოცნის ტუჩებს.
ნიკო გომელაური
• 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
✔ შეხვედრა ქალბატონ მზია აფრიდონიძესთან / ფრაგმენტი გადაცემი...
chub1na.ge
PKTV. მათეს სახარება, 1-ლი თავი. ლია ბაქაქური: ხალხის ენაზე...
PK TV2
PKTV. ბიბლიის შესავალი. ლია ბაქაქური: ხალხის ენაზე ახსნილი ბ...
PK TV2
PKTV: ექსკლუზიური ინფორმაციები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობ...
PK TV2
სიზმრის მეუფის ბრძანებით შესწავლილი ხელოვნება. ნანული ყურშუბ...
PK TV2
ჩემი ზაზა სამშობლოს და ზვიადის ერთგულებისთვის მომიკლეს! - ელ...
PK TV2
+მე-3 ნაწ: PKTV - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლე ამხელს...
PK TV2
1-ლი ნაწ: PKTV - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლე ამხელს!...
PK TV2