შქმერული | შეფი ლევან კობიაშვილი
შევ ლევანი, თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ შქმერულის რეცეპტს გაგიზიარებთ. 👇 გამოგვყევით: facebook: / chef.cave instagram: / chef.cave #შქმერული #რეცეპტი #ლევანკობიაშვილი #შეფქეივი Music: Epidemicsound --------------------------------------------------------------- ინგრედიენტები: • ქათმის ფილე - 200გ • ნიორი-5კბილი • პილპილი-2გ • მარილი-5გ • ნაღები-200გ • რძე-100გ • მიკრო მწვანილები - 5 5გ (პაკჩოი) • ჩორიზოს ძეხვი- 50გ მოზმადების წესი: გაგიკვირდებათ და, პირველ რიგში, შევწვათ ქათმის ფილე. შემდეგ, ამოვიღოთ შემწვარი ფილე ტაფიდან და ამ ნამწვავშივე ჩავყაროთ: ნიორი და ჩორიზო. მოვთუშოთ ერთად და დავამატოთ ნაღები და რძე. ცოტა ხნის დუღილის შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში, დავამატოთ ზაფრანი, კვლავ დავაბლენდეროთ, გავწუროთ და დავაბრუნოთ ტაფაში.(შევურიოთ მარილი და პილპილი). შემდეგ, ქათმის ფილეები ჩავაწყოთ სოუსში. ქათამი რომ საბოლოოდ მომზადდება, ამოვიღოთ, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და სოუსი გადავიტანოთ სიფონის ბალონში (ნახევარ ლიტრაზე უნდა 1 ბალონი აზოტის), შევანჭანჭყაროთ და გავაჩეროთ ცოტა ხნით, სანამ თეფშზე დავასხავთ. ცოტაოდენი დროის შემდეგ, თქვენი კერძი მზადაა.
მსგავსი ვიდეოები
ბადე ქონში გადახვეული ჯიგრის მწვადი
Nikoloz Garso
ბუხარში მომზადებული ჯიგრის ყაურმა
Nikoloz Garso
ბუხარში მომზადებული ხინკალი
Nikoloz Garso
შქმერული | Shkmeruli | Чкмерули |
Кухня Зумра
Шкмерули | შქმერული | Как приготовить цыпленка по-грузински...
Food Story Channel
სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ნაყინი მხოლოდ 4 ინგრედიენტ...
Family Recipes / ოჯახური რეცეპტები
ღამის შოუ | 30 სექტემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
პუტკუნების კულინარიული მოგზაურობა - 6.06.2021 | რაჭა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi