შქმერული | შეფი ლევან კობიაშვილი

03/11/2021
Taste Corporation-ის მიერ

შევ ლევანი, თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ შქმერულის რეცეპტს გაგიზიარებთ. 👇

გამოგვყევით:
facebook:   / chef.cave​​​​​  
instagram:   / chef.cave​​​​  

#შქმერული #რეცეპტი #ლევანკობიაშვილი #შეფქეივი

Music: Epidemicsound
---------------------------------------------------------------

ინგრედიენტები:
• ქათმის ფილე - 200გ
• ნიორი-5კბილი
• პილპილი-2გ
• მარილი-5გ
• ნაღები-200გ
• რძე-100გ
• მიკრო მწვანილები - 5 5გ (პაკჩოი)
• ჩორიზოს ძეხვი- 50გ

მოზმადების წესი:
გაგიკვირდებათ და, პირველ რიგში, შევწვათ ქათმის ფილე.
შემდეგ, ამოვიღოთ შემწვარი ფილე ტაფიდან და ამ ნამწვავშივე ჩავყაროთ: ნიორი და ჩორიზო. მოვთუშოთ ერთად და დავამატოთ ნაღები და რძე. ცოტა ხნის დუღილის შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში, დავამატოთ ზაფრანი, კვლავ დავაბლენდეროთ, გავწუროთ და დავაბრუნოთ ტაფაში.(შევურიოთ მარილი და პილპილი).
შემდეგ, ქათმის ფილეები ჩავაწყოთ სოუსში.
ქათამი რომ საბოლოოდ მომზადდება, ამოვიღოთ, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და სოუსი გადავიტანოთ სიფონის ბალონში (ნახევარ ლიტრაზე უნდა 1 ბალონი აზოტის), შევანჭანჭყაროთ და გავაჩეროთ ცოტა ხნით, სანამ თეფშზე დავასხავთ.
ცოტაოდენი დროის შემდეგ, თქვენი კერძი მზადაა.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან