ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სოფელ უჩაშონას გამგებლის ცემაში ბრალდებულ ნიკა ჭურღულიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდას ეხება, გააპროტესტეს. მათი თქმით, მოსამართლემ არაობიექტურად იმსჯელა და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. "ეს არ არის ერთი ნიკა ჭურღულიას მიმართ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის გზავნილი საზოგადოებისადმი, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ საქართველოში არ იყოს განსხვავებული აზრი და ადამიანებს არ შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა", - აღნიშნა "ენმ"-ის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ. ცნობისთვის, სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიასა და ნიკა ჭურღულიას შორის ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. ნიკა ჭურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. სოფლის გამგებლის მტკიცებით, მას სცემეს, რასაც ბრალდებული უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. "ენმ"-ის წევრების მტკიცებით, აღნიშნულის მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება იყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან
Radio Atinati
იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულის ოჯახის წევრე...
odishitv
ხმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან
kishka kishka
ხმაური ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან
makho Basy
მცირე მეწარმეების აქცია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან
Radio Atinati
ყოფილი ბრალდებული: სამმართველოს უფროსად იმ პოლიციელს ნიშნავე...
Radio Atinati
სასამართლო პროცესი ბიძინა ესებუას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორცხელის საქმეზე საჯარო მოხელე, ჟურნალისტი და პოლიციელები დ...
Radio Atinati