ყოფილი ბრალდებული: სამმართველოს უფროსად იმ პოლიციელს ნიშნავენ, ვინც უდანაშაულოდ დამაკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულმა გიორგი კუკავამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, ბრიფინგი გამართა. ის ზუგდიდის რაიონული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ამჟამინდელი მოადგილის გიორგი გვილავას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს და ამბობს, რომ ამ ფორმით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც იმჟამად სამხრეო პოლიციის შენობაში იყო, ინფორმაციას აწვდის. კუკავა ამბობს, რომ გვილავას გამო ის 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში უკანონოდ იყო და ის თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდეს. “მინდა, მინისტრს ხმა მივაწვდინო, რომ გვილავა არ დაინიშნოს ამ თანამდებობაზე. მისი საქმე უკვე პროკურატურია და მან პასუხი უნდა აგოს. მან და ლევან კვირკავაიმ უკანონოდ დამაკავეს და მტკიცებულებები გააყალბეს. მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვუთხრა, რომ არაპროფესიონალები არ დაინიშნოს ასეთ თანამდებობებზე”, - აღნიშა კუკავამ. მისივე თქმით, გვილავასა და კვირკვაიას წინააღმდეგ მან პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს. შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჩოლოიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნარკოტიკის კონტრაბანდის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ დააკავეს პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყ...
avto kakachishvili
1-ლი ბლოკი: დანაშაული და სასჯელის თანამედროვე ქართული ვარიან...
PK TV2
მე-2 ბლოკი: დანაშაული და სასჯელის თანამედროვე ქართული ვარიან...
PK TV2
1-ლი ნაწ: ვინ მოკლა გენერალი ზურაბ ირემაძე? რას ამხელს პოლკო...
PK TV2
მე-3 ნაწ: ვინ მოკლა გენერალი ზურაბ ირემაძე? რას ამხელს პოლკო...
PK TV2
მე-2 ნაწ: ვინ მოკლა გენერალი ზურაბ ირემაძე? რას ამხელს პოლკო...
PK TV2