სასამართლო პროცესი ბიძინა ესებუას საქმეზე
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებითი განხილვისთვის გადაიცა. დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გადახედვა და პატიმრობის უფრო მსუბუქი ფორმით, 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა. ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბიძინა ესებუას ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის 2020 წლის 12 დეკემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სასამართლო პროცესი გადადო არა მოსამართლემ, არამედ ბიძინა ივა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო ვანო ჩხარტიშვილის სამსახურში - ჟურნალისტური გამოძ...
რადიო თავისუფლება
ვანო მერაბიშვილის გამოსვლა სასამართლო პროცესზე 30/05/2013
GeoPolitNews
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს და Credit Sui...
TV IMEDI
შვეიცარიული ბანკის ტრასტის აღიარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PKTV. თავისუფლება სინდისის პატიმარ ირაკლი დოკვაძეს! 'საქართვ...
PK TV2