ასოციაცია „იმედის“ გზავნილი აფხაზ ქალებს
ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმთან" მშვიდობის საერთაშორისო დღეთან დაკავშირებით ფლეშმობი გაიმართა. ღონისძიება ასოციაცია „იმედის“ ინიციატით ჩატარდა და მისი მთავარი მოწოდება იყო - „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას“. ასოციაციის წარმომადგენლის ლეილა კურსუას თქმით, ღონისძიების მიზანია მშვიდობის პოპულარიზაცია და სამშვიდობო იდეების გაძლიერება. მისივე ინფორმაციით, შემუშავებულია ტექსტი, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდება. „შემუშავებული ტექსტი, რომელიც არის მშვიდობიანი მესიჯი აფხაზი ქალების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია და მხარდამჭერები ირჩევენ მშვიდობას. მშვიდობა არის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა. ამ მესიჯით მათ ვეუბნებით, რომ ომს მოჰყვა საშინელება. ომში მოგებული არ არის არც ერთი მხარე. უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა და ვიფიქროთ მშვიდობიანი გზების ძიებაზე“, - ამბობს კურსუა. აღნიშნული ღონისძიება პროექტის „ ქალთა კლუბი მშვიდობისათვის“ ფარგლებში გაიმართა. მას ასოციაცია "იმედი" საერთაშორისო ორგანიზაცია KVINNA TILL KVINNA-ს მხარდაჭერით ახორციელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე/“დილის სამინისტრო“/რად...
რადიო იმედი
"ქალები ქალებისთვის" - ასოციაცია "იმედის" რგოლი ქალი კანდიდა...
Radio Atinati
"მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვი...
Radio Atinati
ციხელაშვილი ქართულ-აფხაზური ოჯახების წარმომადგენლებს ზუგდიდშ...
Radio Atinati
ასოციაცია „ იმედმა“ ქალი კანდიდატების მხარდასაჭერი კამპანია...
Radio Atinati
კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები სურამში დაისვენებ...
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა
Radio Atinati
მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და საჭიროებე...
Radio Atinati