"მეტი ქალი პოლიტიკაში"-აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში, მთავარი ხეივნის შუაგულში არაპოლიტიკური აქცია "მეტი ქალი პოლიტიკაში" გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობაა საჭირო, რადგან ეს გენდერულად თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის "სოხუმი" პროექტის "ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით" ფარგლებში გაიმართა და მას ადგილზე ორგანიზება "იმედმა" გაუწია. "სურვილი გვაქვს, რომ თუნდაც მეორე საპარლამენტო არჩევნებში მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, რადგან ვთვლით, რომ პოლიტიკაში ქალების არსებობა მნიშვნელოვანია", - თქვა ასოციაცია "იმედის" წარმომადგენელმა ივდიტი ხვიტიამ. აღნიშნული პროექტის მიზანია ამომრჩეველ ქალთა აქტიურობის ხელშეწყობა და მათი როლის ამაღლება არჩევნების პროცესის დემოკრატიზაციის გზით საქართველოში. პროექტი დემოკრატიის მხარდამჭერი მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ საელჩო საქართველოში აფინანსებს. იგი დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და სენაკი) ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თანასწორობა გვჭირდება - აქცია ზუგდიდში
Radio Atinati
ქალთა მოძრაობის აქცია: მეტი ქალი პარლამენტში
netgazeti ge
აქცია - მეტი ქალი პოლიტიკაში
ჟურნალი ლიბერალი
მეტი ქალი პოლიტიკაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეტი ქალი პოლიტიკაში
აჭარის არ უმაღლესი საბჭო
მეტი ქალი პოლიტიკაში – ქალთა ყრილობა ენმ-ის ორგანიზებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
,,მეტი ქალი პოლიტიკაში" 05-03-2016
TV4. ge
რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში?
თანასწორობა გვჭირდება!