21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე/“დილის სამინისტრო“/რადიო იმედი, Radio Imedi

20.03.2018 28:50

თემა: რადიო იმედი უერთდება უთვალავი ჭრელი წინდის კამპანიას #წინდამინდა დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი იბადება; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს; დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა; დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები; დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი მეცნიერის გვარია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი; რადიო იმედის დილის ეთერი „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ და ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“მასპინძელია. ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, გზავნილით „რას ვმატებ საზოგადოებას“. სტუმრები: მიკა ძიძიგური-საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი; გოჩა გაბოძე - ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი; ბაჩო გაბრუაშვილი-რეჟისორი; სესილი ღვინჯილია, ლევან გოცაძე - მსახიობები. წამყვანი: ნინო მეუნარგია. რადიო იმედი, გადაცემა "დილის სამინისტრო", 105.9 (თბილისის სიხშირე), 20 მარტი, 2018 წელი

გაზიარება: