შეხვედრა აუტიზმის მქონე პირთა საკითხებზე


აუტიზმის მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება - ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" გამართულ შეხვედრაზე. საზოგადოებრივი ინტეგრაციის ასოციაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას აუტიზმით დაავადებულთა სიმპტომები გააცნეს. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებადი დაავადებების ჯგუფს, რომელიც სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით ხასიათდება. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ფსიქოლოგები, პედაგოგები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/QJhAIu

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან