შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ
• ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქ... ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ა/ო პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის, მიერ პროექტის ,,ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადგილობრივი მედიის, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კონვენციის შესახებ. შეხვედრაზე განხილულ იქნება შემდეგი თემები: შშმ პირთა უფლებები გაეროს კონვენციის მიხედვით. დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა. მედია ინკლუზიურობისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შშმ პირთა ინკლუზიის საკითხებში. შეხვედრას უძღვებოდნენ: ალიკა კუპრავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმონიკა პეტრიდისი - მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის მრჩეველი. პროექტის მიზანია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის აღმოფხვრის ხელშეწყობა და ახალგაზრდების გააქტიურება შშმ პირების უფლებების და მათი ჩართულობის გასაზრდელად. პროექტი ,,ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები” ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სამ ქალაქში, ზუგდიდში, ახალციხესა და რუსთავში. ზუგდიდში პროექტს ახორციელებს ა/ო პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის, USAID-ისა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით. #ერთადშევქმნათთანაბარიშესაძლებლობები #pdd
პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის-ის სხვა ვიდეოები
00:59
ხვიჩა მებონია - ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლო...
01:23
ნათია ბჟალავა - ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლო...
02:03
კონფლიქტების მართვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა...
44:56
თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საშუალებები - ახ...
01:18
ირაკლი ჯიქია - ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობ...
00:29
ჯანო ჭკადუა - ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობე...
01:32
ციცინო შენგელია - ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა შშმ პირთა საჭიროებებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"jonis's story" ფილმის ჩვენება ზუგდიდში.
odishitv
სალომე ზურაბიშვილი კახეთის მცხოვრებლებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩინეთის შშმ პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასი თბილისში
culturegovge culturegovge
ცესკო სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე...
Radio Atinati
შშმ პირთა მშობლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან,სერვისების...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დეამ" მერიის წარმომადგენლებს შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებ...
Radio Atinati
#არჩევნები2020 საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster