ჩინეთის შშმ პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასი თბილისში
14 მარტს, ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბინ იუეს და ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასის წარმომადგენლებს ძინ ვანის და ლინ ლის. სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია საქართველოში ჩინეთის კულტურის დღეებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციის შემდეგ შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოლექტივების (ყრუთა კავშირის, უსინათლოთა კავშირის) შეხვედრა ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებით დასთან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ესტუმრა ჩინეთის შშმ პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის". დასი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ასზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემსრულებლს აერთიანებს. 15 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება დასის „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის" ფართომასშტაბიანი წარმოდგენა - „ჩემი ოცნება". http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჩინეთის შშმ პირთა დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის"
culturegovge culturegovge
ჩინეთის შშმ პირთა დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის"
culturegovge culturegovge
ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო 30 დღიანი რეჟიმი...
TV IMEDI
ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საბჭო საქართველოს...
PalitraNews
ჩინეთის მწარმოებლის გაგრილების გელი ქაფი ლატექსი, თხევადი გე...
Moda Summer Gel Related Products China Factory
ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმა
Formula News
ჩინეთში კორონავირუსით მეოთხე ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამუნა ცისკარიშვილი - ჩინეთის თავისებურებანი, ტრადიციის კულტ...
Artareatv