ჩინეთის შშმ პირთა დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის"
15 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართა დასის „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის" ფართომასშტაბიანი წარმოდგენა - „ჩემი ოცნება". მუსიკალური შოუ დასს მსოფლიოს 89 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი. შოუს პროგრამაში შედის პეკინის ოპერის მუსიკალური და ცეკვის დრამატული წარმოდგენები, ასევე ნიშნების ენით შესრულებული პოეზია და მხედველობადაქვეითებულ პირთა მიერ შესრულებული ცეკვა. წარმოდგენას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ბინ იუესი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები,მოწვეული სტუმრები. დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის" მრავალი საერთაშორისო ტიტულის მფლოებალია: „სილამაზისა და ჰუმანურობის მაცნე", „მსოფლიოს 600 მილიონი შშმ ადამიანის ელჩი" და „განსაკუთრებული ხელოვნების ჩირაღდნის მატარებლი". დასი ატარებს საპატიო სახელს „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის" . http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჩინეთის შშმ პირთა დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის"
culturegovge culturegovge
ჩინეთის შშმ პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასი თბილისში
culturegovge culturegovge
ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო 30 დღიანი რეჟიმი...
TV IMEDI
ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საბჭო საქართველოს...
PalitraNews
ჩინეთის მწარმოებლის გაგრილების გელი ქაფი ლატექსი, თხევადი გე...
Moda Summer Gel Related Products China Factory
ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმა
Formula News
ჩინეთში კორონავირუსით მეოთხე ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამუნა ცისკარიშვილი - ჩინეთის თავისებურებანი, ტრადიციის კულტ...
Artareatv