ცესკო სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე მიაწვდის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება დღეიდან ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეეძლებათ. ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს სმენადაქვეითებულთა ზუგდიდის ფილიალში გაიმართა. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები და ყრუთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა ვიდეო ზარის მნიშვნელობასა და სერვისით სარგებლობის შესახებ ესაუბრა. „სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიღება შეეძლებათ. მათ ასევე საშუალება ექნებათ გადაამოწმონ როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. სერვისი 2017 წელს დაინერგა“, -აღნიშნა სიჭინავამ. ჭითანავამ. ყრუთა კავშირის პრეზიდენტის ამირან ბატატუნაშვილმა განცხადებით, ახალი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიდეოზარით სარგებლობას რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლებიც შეძლებენ. მისივე თქმით, ჟესტური ენით ინფორმაციის მიღება სმენადაქვეითებილი ადამიანების არჩევნებში სრულფასოვნად ჩართულობას შეუწყობს ხელს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წალენჯიხის ტელევიზია / TV JIKHA
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წალენჯიხის ტელევიზია / TV JIKHA
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წალენჯიხის ტელევიზია / TV JIKHA
ცესკოში უცხოელ
info9 info99
ცესკო
შეცვალე საქართველო
ცესკო-ს ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, უამინდობის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს კანდიდატების მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster