დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
07/16/2020
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. გასული ღამის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შესახებაც ორივე მხარე იუწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით იყო სროლა, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა, თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა, ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად, აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები. სომხური მხარე იუწყება გაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით სროლებზე.
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.