ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

05/02/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსახლეობა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც იქვე მიმდინარეობს, დროებით შეაფერხეს. ადგილობრივების თქმით, ეს სისტემა მათ სოფელში მხოლოდ გადის და მოსახლეობის, როგორც აბონენტად მიერთება არ იგეგმება. მათ დილით შიდა საავტომობილო გზა გადაკეტეს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამაც ნახოს. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს პროექტში არ დევს, თუმცა, ახლა დაგვპირდნენ, ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მიერთება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ონისე ბელქანიამ.

რადიო „ათინათი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან