სავარაუდო ნაქალაქარის აღმოჩენა ინგირში
ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დღეს დილით ძველი ნაქალაქარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც მუშები ინგირის რკინიგზის სადგურთან სავალი გზის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ. საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს წყაროს ცნობით აღნიშნული მიწისქვეშა გვირაბი ძალიან ძველია და შესაბამის კვლევებს საჭიროებს. "ამ წუთებში ინგირში სავალი გზის სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია, რადგან არის იმის საშიშროება, რომ ძველი სავარაუდო ნაქალაქარი დაზიანდეს. ვერ გეტყვით ეს ზუსტად რა არის, უფრო ჰგავს გვირაბს, რომელიც თაღოვანია და ძალიან ძველია. ჩვენ უკვე დავრეკეთ შესაბამის ინსტანციებში და ველოდებით არქეოლოგებს, რომ მოხდეს აღნიშნული ადგილის შესაბამისი შესწავლა. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა აღმოჩენილი ხუროთმოძღვრების წარმომავლობა. ამასთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტური პირები გააკეთებენ შესაბამის განცხადებებს"-აცხადებს SMO.GE-ს წყარო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. "კონკრეტულად ეს ადგილი გამოუკვლეველია. ისე ადგილობრივებს ბევრჯერ გვსმენია იმის შესახებ, რომ აქ ძველად ნაქალაქარი ყოფილა. დილით როცა ამ ადგილების გათხრა დაიწყეს მუშებმა შენიშნეს გვ ირაბი, რომელიც სიღრმეში ჩადის და აგურებით ამოშენებულია. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ძველთაძველი ხუროთმოძღვრებაა, თუმცა ამის დადგენა მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ. როცა ნახეს ასეთი რამ, მუშებმა შეწყვიტეს სამუშაოები და ზემდგომებმა დარეკეს არქეოლოგებთან. როგორც გავიგეთ აქ დღესვე ელოდებიან არქეოლოგებს და სავარაუდოდ მოხდება არქეოლოგიური გათხრები და ამ ხუროთმოძღვრების შესწავლა"-აცხადებენ სოფელ ინგირის მაცხოვრებლები. http://smo.ge/?p=5821
მსგავსი ვიდეოები
უძველესი ნაქალაქარის აღმოჩენა, რომლის შესახებ დღემდე თითქმის...
Toma Chagelishvili
უნიკალური აღმოჩენა დიდნაურის ნაქალაქარზე
culturegovge culturegovge
ნაზარლების ნაქალაქარის შესახებ - About Nazarlebi old city
ინტერნეტ ტელევიზია მარტივი
უნიკალური აღმოჩენები დიდნაურის ნაქალაქარზე
culturegovge culturegovge
სახალხო დამცველის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავარაუდო ძალადობა 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში | დამლაგებელი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სავარაუდო ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სავარაუდო გაუპატიურების შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
TV IMEDI