ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად გახსნა.

საწარმოში წელიწადში ათას ტონაზე მეტი თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.

პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან