ინგირში ასფალტის ქარხანა ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე ასფალტის ქარხანას გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს წევრის მალხაზ ჭეჟიას თქმით, ამ დრომდე ქარხანიდან გამოსული ხმაური და გამონაბოლქვი ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. „ფაქტობრივად, დაძინების საშუალება არ გვაქვს, რადგან სამუშაოები დილის 8 საათიდან ან უფრო ადრე იწყება. არაფერსდ ვამბობ გამონაბოლქვზე“, - აღნიშნა ჭეჟიამ. თავის მხრივ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა განაცხადა, რომ ქარხანას შეზღუდვები უკვე დაუწესდა. რეგულაციების თანახმად, ასფალტის ქარხანა ვალდებულია, რომ მუშაობა დილის ათის ნახევრამდე არ დაიწყოს და სამუშაოები 18:00-ზე დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარხნის ადმინისტრაციას 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამასთან, ქარხანას აეკრძალა შაბათ-კვირას მუშაობა. რაც შეეხება გამონაბოლქვს, საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, ეს მათ კომეტენციაში არ შედის და გარემოს დაცვის სამსახურის პრერპოგატივაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინგირში საცხენოსნო შეჯიბრი „ანაკლიის თასი“ 2018 გაიმართა
Radio Atinati
ინგირში მოსახლეობის თერმოსკრინინგს ნინო ვიბლიანი გაეცნო
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ინგირში ჩასახლებული დევნილები
Radio Atinati
ინგირში ორი დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართი დაიწვა
Radio Atinati
ინგირში მოსახლეობის თერმოსკრინინგს ნინო ვიბლიანი გაეცნო
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს
Radio Atinati
ინგირში ჩაის პლანტაციებს ცეცხლი..
odishitv