ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში ინფექცია გავრცელდა

04/08/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ახალ დასახლებაში, სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექცია გავრცელდა. ავადმყოფებს გულისრევის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა და ფაღარათი აღენიშნებათ. რამდენიმე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენები მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებენ. დევნილების ინფორმაციით, ინფექციის ნიშნები 40-მდე პაციენტს აღენიშნება, აქედან - 30 ბავშვია. მომხდარს ისინი სასმელ წყალს უკავშირებენ.

დასახლებაში ჯანდაცვის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ და პაციენტების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან. მედიკოსები ვარაუდით, რომ ეს ნაწლავური ინფექციის სიმპტომებია.

ზუგდიდის ააიმ \"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტების ზუსტი რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ადგილზე სურსათის უვნებლობის სამსახურსაც ელოდებიან. სპეციალისტები სინჯებს აიღებენ, რის შემდეგაც გაირკვევა, უკავშირდება თუ არა გავრცელებული ინფექცია სასმელ წყალს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან