შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა

19.09.2014 02:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის – „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფილმის გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2013 წელს დაიწყო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლევან იზორია და დავით ხუციშვილი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმის ის ნაწილი, სადაც ილიას უკანასკნელი დღე და მისი მკვლელობაა ასახული, გადაღებულია თბილისსა და საგურამოში მწერლის სახლ-მუზეუმებში. რეჟისორის ჩანაფიქრით მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება – ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება.. ტექსტის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/WeaGtX

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
01:57

შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა
02:36

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1

1

შსს-ს მიერ დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა ფაქტებშიც ფიგურირებს
02:44

შსს-ს მიერ დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა ფაქტებშიც ფიგურირე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი
12:27

ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი

Georgian Government

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიური ანგარიში წარადგინა
04:19

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიუ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
04:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
00:38

შსს-მ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო