1
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა. როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა განაცხადა, შსს-ს პრესსამსახურის ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეომასალა დაათვალიერა და მისი თქმით, ჩანდა ბრალდებული ვალერი თეთრაშვილი პიროტექნიკას როგორ ისროდა პოლიციელების მიმართულებით. მისივე თქმით, ბრალდებული გიორგი ტერიშვილი პოლიციელების მისამართით ილანძღებოდა და სხვადასხვა ნივთებს ისროდა. ბრალდებული ირაკლი ქერაშვილი კი რუსთაველზე ბარიკადებზე იყო ასული და პიროტექნიკას პოლიციელების მიმართულებით ისროდა. ადვოკატებმა მოწმე ცრუ ჩვენებაში დაადანაშაულეს. დამცველებს შეკითხვები ჰქონდათ ვიდეოებში ჩანდა თუ არა პოლიციელების ძალადობა და გინება, რასაც მოწმემ უპასუხა, რომ ეს კადრში არ დაუნახავს. ბრალდების კიდევ ერთმა მოწმემ, დეტექტივმა თორნიკე ჯაფარიძემ ოპერატიულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, პირადი კონტაქტისგან მიიღო. მისი ჩვენებით, ამ ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა პოლიციელების მიმართულებით ისროლა ქვა. მოწმის ჩვენებით, ვალერი თეთრაშვილი შსს-ს ბაზაში მოიძია და მის ხელმძღვანელს იოსებ სიგუას პატაკით მიმართა. ბრალდების მესამე მოწმემ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა აქციებზე გდდ-ს მანქანის და სპეცტექნიკის დაზიანებაზე ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ულამაზესი ქართული სიმღერა (ახალი)❤️❤️
GeorgianMelodyქართულიმელოდია
თუკი მთავრობა წავა ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ცხადია, რომ...
Lelo For Georgia - ლელო საქართველოსთვის
ჩემი დამონტაჟებული ვიდეოები
Gio Dudashvili
მამა და შვილი
sheetge
საკადრო ცვლილებები
culturegovge culturegovge
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭ...
Georgian Dream SZS
საზამთრო მაქვს - Happy Wheels #1 (ქართულად)
-1
თორელი დაბრუნდა (გადავდივარ ახალ არხზე ლინკი აღწერაშია)
-1