შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

24.11.2014 01:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის – „ვინ მოკლა ილია...“ –ს ჩვენება თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ჩვენებას შსს–ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, არქივის სხვა წარმომადგენლები, შსს-ს აკადემიის პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელეღუტაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თელავის მერიის წარმომადგენლები, ისტორიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ფილმის ჩვენება თბილისში შემდგარი პრემიერის შემდეგ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოება ამ ფილმში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას ეცნობა, რაც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება – ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/0vLcym

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა
02:26

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა
02:36

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1

1

შსს-ს მიერ დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა ფაქტებშიც ფიგურირებს
02:44

შსს-ს მიერ დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა ფაქტებშიც ფიგურირე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი
12:27

ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი

Georgian Government

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიური ანგარიში წარადგინა
04:19

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიუ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
04:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
00:38

შსს-მ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო