შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიური ანგარიში წარადგინა

16.01.2015 04:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა 2014 წლის ანგარიში წარუდგინა შს მინისტრის მოადგილეებს და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული ყველა ღონისძიება; სამინისტროში გატარებული რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები; ანგარიშში აღწერილია შს მინისტრის 2014 წლის აქტივობები, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ იყო დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული; საერთაშორისო შეხვედრები; სოციალური და საინფორმაციო კამპანიები: „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“, „შეიკარი ღვედი“, „არა ბიონარკოტიკს“, „არა ძალადობას“ – კამპანიების ფარგლებში ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და მოქალაქეებისთვის ჩატარებული კონკურსები, გამოფენები, დაჯილდოვებები. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა მუსიკალური და სოციალური კლიპები, რომლებმაც ხელი შეუწყო საზოგადოების ინფორმირებულობას სამინისტროს კამპანიების შესახებ. კამპანიის – „არა ბიონარკოტიკს“ განხორციელების და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება 90%-ით შემცირდა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/dF3deG

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს
04:10

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
05:08

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ
05:09

მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება
01:39

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სასკოლო კონკურსის და ფეხბურთის გამარჯვებულების დაჯილდოვება
04:18

სასკოლო კონკურსის და ფეხბურთის გამარჯვებულების დაჯილდოვება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა
09:07

შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მა...

Vakhtang Gomelauri

შსს-ის მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო

შსს-ის მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაც...

TV IMEDI

აუტიზმის მსოფლიო დღეს მეხანძრე-მაშველები უერთდებიან
17:22

აუტიზმის მსოფლიო დღეს მეხანძრე-მაშველები უერთდებიან

შუადღე GDS / shuadge GDS

ყველა ვიდეო