ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
თავდაცვის ყოფილ მინისტრს კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს ამჯერად ბუტა რობაქიძის საქმეზე ედავება. პროკურატურის ვერსიით, ოქრუაშვილმა, რომელიც მკვლელობის დღეს, ანუ 2003 წლის 23 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, დანაშაულის ადგილზე მტკიცებულებები გააყალბა. ამ ვერსიას ბრალდების მხარე საქმის სხვა ფიგურანტების ჩვენებებით და სატელეფონო ამონაწერებით ამყარებს. პროკურორს დღეს გვარები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ოქრუაშვილის ადვოკატმა არ უარყო, რომ ექს-მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენებები საპატრულო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ზურა მიქაძემ და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გურამ დონაძემ მისცეს. თავის დროზე რობაქიძის საქმეზე თავად ოქრუაშვილიც არის დაკითხული, მაშინ მან საქმესთან რაიმე შემხებლობა კატეგორიულად უარყო. დღევანდელმა სასამართლო პროცესმა ბრალდებულის გარეშე ჩაიარა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
TV IMEDI
ირაკლი ოქრუაშვილსა და მასთან ერთად ბრალდებულ პირებს პატიმრობ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტის წინ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილსა და მასთან ერთად ბრალდებულ პირებს აღკვეთის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციელზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კობა კოშაძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ხუთწლიანი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster