შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა
შსს-ს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ კინოჩვენება რეგიონებში იმართება. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ გადაღებული ფილმი შსს-ს არქივის წარმომადგენლებმა პირველად ზესტაფონში, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარადგინეს. კინოჩვენებას შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, იმერეთის გუბერნიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ. ორგანიზატორებმა ფილმის წარდგენა იმერეთის რეგიონში, ქალაქის დღესასწაულს - „ზესტაფონობას“ დაამთხვიეს. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა საგანგებო საარქივო გამოცემა ,,არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი“, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ. გამოცემის რამდენიმე ეგზემპლიარი იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/v8wGUR
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
1
შსს-ს მიერ დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა ფაქტებშიც ფიგურირე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ირაკლი ჩიქოვანის ბრიფინგი
Georgian Government
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიუ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო