შსს-მ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

10.02.2015 00:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტზე, თბილისში მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი გიორგი ს. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს. ავტოსამრეცხაოს და საავტომობილო ზეთების მაღაზიის მფლობელი და დირექტორი იყო. მან ერთ-ერთ ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება და სამუშაო ადგილზე დააყენა ბანკის პოს-ტერმინალი. 2014 წლის 14 ოქტომბერს ტერმინალის საშუალებით ჩატარებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლინდა. კერძოდ, ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 9 საბანკო ოპერაციის მცდელობა, რომელთაგან წარმატებულად 2 განხორციელდა. საბანკო ოპერაციების მცდელობა ჩინეთის რესპუბლიკის 1 პლასტიკური ბარათის და ამერიკის შეერთებული შტატების 8 პლასტიკური ბარათის მონაცემებით ჩატარდა. წარმატებით განხორციელებულმა საბანკო ოპერაციებმა ჯამში 13 000 ლარი შეადგინა. წარმატებით განხორციელებული ორი ტრანზაქციიდან ერთ შემთხვევაში განაღდებული იქნა 4 200 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 8 800 ლარი. დადგინდა, რომ პლასტიკური ბარათები, საიდანაც თანხები მოიხსნა, რეალური მფლობელების მიერ დაკარგულად იყო გამოცხადებული. ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით აღნიშნულ ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:http://goo.gl/cDSQzF

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ თანხების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავა
01:42

შსს-მ თანხების მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა
02:28

შსს-მ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების...

TV IMEDI

მეტრომანებიდან თანხების თაღლითურად მითვისება - შსს-მ 6 პირი დააკავა
00:35

მეტრომანებიდან თანხების თაღლითურად მითვისება - შსს-მ 6 პირი...

PalitraNews

შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა
02:17

შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა
00:32

შსს-მ ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ სამი პირი დააკავა

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის ამოღება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო