პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელეს
08/01/2019
Radio Atinati-ის
მიერ
ასოციაცია ,,ათინათის\" პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება\" ფარგლებში, ანაკლიაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წლის საუკეთესო კლუბების პედაგოგები დაასახელეს.
საბუნებისმეტყველო კლუბის ხელმძღვანელობისათვის ინგირის 1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ქაჯაია დაჯილდოვდა. ინგლისური ენის კლუბის წლის საუკეთესო პედაგოგი ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ჯოჯუა გახდა. ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების კლუბის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის ჭკადუაშის საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ფირცხელავა დააჯილდოვეს, ხოლო სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესოდ ხელმძღვანელობისათვის ჯილდო დარჩელის საჯარო სკოლის პედაგოგს ნინო კარბაიას გადაეცა.
შემაჯამებელ შეხვედრას პარტნიორი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ასევე საგანმანათლებსო რესურსცენტრისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ახორციელებს ასოციაცია \"ათინათი\" გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...