ჯილდო ტოლერანტობისთვის
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ყველაზე ტოლერანტულ ადამიანებს შორის დასახელდა. კულტურის მინისტრი დაჯილდოვდა სიგელით და გაიმარჯვა ნომინაციაში "საზოგადო მოღვაწე, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კულტურათა შორის თანხმობას გამარჯვებისთვის". დაჯილდოება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "პარტნიორობის დამყარება წარმატებული არაძალადობრივი ახალგაზრდული ქმედებების მხარდაჭერისთვის: ადამიანის უფლებების, კულტურის, ტოლერანტობისა და კულტურათაშორისი დიალოგის წახალისება'' ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი - "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი'" საერთო- სამოქალაქო მოძრაობა "მრავალენოვან საქართველოსთან'' პარტნიორობით. ფონდმა, ყველაზე ტოლერანტულ ადამიანებს შორის კულტურის მინისტრი გამოავლინა ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. ღონისძიებაზე, ასევე ხელი მოეწერა მემრონადუმს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: 1.ახალგაზრდობის სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება და კულტურათაშორისი განათლება; 2. ახალგაზრდებში ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის კულტურის განვითარება; 3. ახალგაზრდობის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში; 4. საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობა; 5. ახალგაზრდობის პირადული განვითარებისა და თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებისათვის წინაპირობების შექმნა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჯილდო
SRNSFG სამეცნიერო ფონდი
რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თვითონ ჯ...
flowmaster.online / ფლომასტერი
ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯილდო ექიმებს თეატრალური საზოგადოებიდან
TV IMEDI
ჯილდო - "ქართული ენის ქომაგი" მზექალა შანიძეს გადაეცა
CaucasusUniversity
ჯილდო დამსახურებულ პედაგოგებს
culturegovge culturegovge
ჯილდო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯილდო „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“
სოფლიდან Soplidan