ახალგაზრდების სპეციფიკის გააზრება და მათი ჩართვა ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებაში
შემეცნებითი ვიდეორგოლი ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. ვიდეორგოლი წარმოადგენს, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამის მეოთხე მოდულის შეჯამებას. ეს მოდული საზოგადოებაში ახალგაზრდების როლის გაცნობიერების რეკომენდაციებს გვთავაზობს იმ ინიციატივებზე დაყრდნობით, რომლებიც ახალგაზრდებს კონსტრუქციულად რთავს ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სფეროში. მოდული მოიცავს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საკვანძო ფაქტორებად სოციალურ, კულტურულ და ემოციურ დინამიკას მოიაზრებს. ეს ფაქტორები გვეხმარება კონკრეტულ გარემოში ახალგაზრდების იმ ურთიერთობების, კავშირებისა და მოთხოვნების გააზრებაში, რომლებიც გავლენას ახდენს ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებაზე. ძალადობრივ ესტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამა წარმოადგენს, ამ მიმართულებით, პირველ ქართულენოვან სასწავლო პროგრამას. იგი მომზადდა ორგანიზაციის „Search for Common Ground“ მიერ „Hedayah“-ს ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „STRIVE Global“ ფარგლებში, ხოლო ქართული რეალობისთვის ადაპტირდა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ. ვიდეო მომზადდა პროექტის “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში, რომელსაც GCSD ჰედაიას ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. “ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება - კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო” შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - http://bit.ly/3h5biQR
Georgian Center for Strategy and Development GCSD-ის სხვა ვიდეოები
ძალადობრივი ექსტრემისტების მიერ პროპაგანდის ხელშწყ...
სამაგიდო თამაში "მთავარი შეფი" - ვიდეო ინსტრუქცია
06:18
დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში: იდენტიფიკაცია და კო...
03:23
განათლების როლი ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია...
03:53
ახალგაზრდების სპეციფიკის გააზრება და მათი ჩართვა ძ...
03:28
ძალადობრივი ექსტრემიზმის მამოძრავებელი ფაქტორების...
03:34
თემის ლიდერების და ოჯახის წევრების ჩართვა ძალადობრ...
მსგავსი ვიდეოები
მოდული #4 - ახალგაზრდების სპეციფიკის გააზრება და მათი ჩართვა...
TRC-Terrorism Research Center
გორელი ახალგაზრდები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ 2...
Tv Dia
დათო ტურაშვილის ისტორია - საქართველოს დაბადება
იური მეჩითოვი პანკისში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ახალგაზრდების მარტო ცხოვრება, რა სირთულეებთანაა დაკავშრირებუ...
TV IMEDI
ახალგაზრდების ცხოვრება დიდაჭარის იალაღებზე
მაუწყებელი • Mautskebeli
თანამედროვე ტექნოლოგიები
Radio Atinati
დაფიქრებულხარ, რას გეტყოდნენ შენთვის საამაყო ადამიანები დღეს...
Zura Broladze