ზუგდიდის მაჟორიტარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
02/05/2018
Radio Atinati-ის
მიერ
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მათ სხვადასხვა პრობლემა განიხილეს, მათ შორის დევნილებთან, გარევაჭრობასა და მოუწესრიგებელ პარკირებასთან დაკავშირებული საკითხები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაჟორიტარს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზეს და მისგან პირობა მიიღეს, რომ ბიურო მისი ჩართულობით განხილულ საკითხებს საფუძვლიანად შეისწავლის.
„ჩვენ დავეხმარებით მათ ამ წინადადებების საკანონმდებლო ინიციატივის სახით გატანაში. გვექნება კონსულტაციები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვა პასუხისმგებელ პირებთან და შეჯერებულ პოზიციას მივაწვდით არასამთავრობო სექტორს“, - აღნიშნა ქვარაიამ.მისივე თქმით, ცენტრალური ხელისუფლება და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დეცენტრალიზაციაზე მუშაობს და განმარტა, რომ პარკირების, მოსაკრებლებისა და სხვა სახის რეგულაციებთან დაკავშირებით წინადადებებს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავს.
დღესვე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველ მესამე თვეს შედგება.
დღევანდელი ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/