18 და 19 იანვარს თელავის ბავშვთა პოლიკლინიკაში, კლინიკა „ენმედიც\"-მა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციების და ექოსკოპიურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა - ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ნევრილოგის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ანგიოლოგის მომსახურებით ესარგებლა. აღნიშნული მომსახურებით დაახლოებით, 420-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ ნაწილს გადაეცათ მედიკამენტები და გლუკომეტრები. „ენმედიცი\" მსგავსი ღონოსძიებების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. აქცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1igNB5K
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1igNB5K