„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ საქველმოქმედო აქცია მარნეულში

11/03/2015
Municipality of Marneuli-ის მიერ

დღეს, ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე რაიონული საავადმყოფოს შენობაში სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრმა“ ( ონკოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა) საქველმოქმედო აქცია გამართა.
აქციაში მონაწილეობის საშუალება მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებიმსიერ მოქალქეს ქონდა, მათ საშუალება მიეცათ უფასოდ ჩაეტარებინათ სამედიცინო გამოკვლევები.
აქციის მიზანს, ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა წარმოადგენდა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად აქციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მიმართულებების ექიმ-ონკოლოგებმა: აბდომინური, პროქტოლოგიური, თორაკალური, თავ-კისრის, გინეკოლოგიური, რბილი ქსოვილების, მამოლოგიური, ბავშვთა ონკოლოგიის სპეციალისტები და ციტოლოგი.
აქციის მსვლელობა მოინახულა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. გამგებელმა მადლობა გადაუხადა სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ ექიმებსა და ხელმძღვანელებს და მომავალში მსგავსი აქციებს გაგრძელების პერსპეტქივებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია , რომ სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი)“ გამოთქვამს მზადყოფნას, ონკოდაავადების მქონე არასრულწლოვნებში გამოვლენის შემთხვევაში, 5 მათგანს უსასყიდლოდ ჩაუტაროს ოპერაცია.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნული უფასო აქცია ორ დღიანია და ხვალ, 1 ნოემბერს დასრულდება.

ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/index.php/...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან