გარდაცვალების შემთხვევა გორის სამხედრო ჰოსპიტალში
საქართველოში ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, „კოვიდ19“-ით ინფიცირებული პაციენტი თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ის 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. დაბურული მინის ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში. მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,- აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გარდაცვალების შემთხვევა გორის სამხედრო ჰოსპიტალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გორის ჰოსპიტალში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაივალა
Trialeti TV
გრიპით გარდაცვალების შემთხვევა გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია და დაპირისპირება გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა
Trialeti TV
ავარია გორი-ქარელის ავტომაგისტრალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster