სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა

09.01.2019 01:32

იყო თუ არა H1N1 ვირუსი გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, - ამას სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს. გარდაცვლილი გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახლში გადაასვენეს. დედათა და ბავშვთა ცენტრის „იავნანა“ პედიატრი ჰყვება, რომ მშობელმა თვითნებურად წამოიყვანა ბავშვი თბილისის კლინიკიდან და უარი განაცხადა გორის საავადმყოფოში მკურნალობაზეც. 9 თვის გოგონა თბილისში წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო