სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ცოტა ხნის წინ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი პოლიციელი, ნუკრი ხაბელაშვილი საქმეზე გამართლდა, ზურა რუსიშვილს კი თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით და ერთი თვის ვადით მიესაჯა. საქმეზე ასევე დამნაშავედ ცნეს გია სადაღაშვილი, მას სასჯელის ზომად ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა განესაზღვრა. ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, პატრულის თანამშრომლებს, ნუკრი ხაბელაშვილს, ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობა ედებათ. პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო ორი პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი სამ პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გადაცემაში „იმედ...
TV IMEDI
გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტ...
Radio Atinati
სერგი კაპანაძის განცხადება და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრის მოადგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიგი უგულავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბექა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გადაცემაში „იმედ...
TV IMEDI
გადაწყვეტილება „გაბედეს“ აქტივისტების საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster