სერგი კაპანაძის განცხადება და შეფასებები
იუსტიციის სამინისტრო სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსსა და მისი განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ სწორედ რუსეთი იყო ის მხარე, რომელიც კასეტურ ბომბებთან ერთად იყენებდა ბალისტიკურ რაკეტებსა თუ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ სხვა შეიარაღებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ამის დასტურია ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რამაც ცალსახად აჩვენა, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო რუსეთის ფედერაცია. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ყოველი ასეთი განცხადება რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდობიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. სერგი კაპანაძე დამატებით განმარტებებს პირველ არხთან არ აკეთებს. საკითხი პოლიტიკური სპექტრის შეფასების თემაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სერგი კაპანაძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგი კაპანაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster