სერგი კაპანაძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციონერ ლიდერს მეორე დღეა, თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა. მმართველი გუნდი სამარცხვინოდ და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის „ფეისბუქ“-პოსტს, სადაც სერგი კაპანაძემ დაწერა, რომ ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა. მოგვიანებით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, რომ კასეტური ბომბების სამიზნე მხოლოდ ცხინვალის სამხედრო ობიექტები იყო და არა მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა მისი განცხადებები ხელისუფლებისთვის რუსეთის იმ მძიმე ბრალდებების გაგრძელებაა, რის გაბათილებასაც ქართული მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წლების განმავლობაში კონკრეტული მტკიცებულებებით ცდილობდა და რაც სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილებით საბოლოოდ გაქარწყლდა. თუმცა მმართველ გუნდში შიშობენ, რომ გუშინდელი პოსტის მსგავსი ნებისმიერი განცხადება მოსკოვმა შესაძლოა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მით უმეტეს, რომ წინ ჰააგის სასამართლოა, სადაც აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სერგი კაპანაძის განცხადება და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კურიერი - არჩევნები 2020 - სპეციალური გამოშვება
ღამის კურიერი - „ევროპული საქართველო“ - არჩევნები 2020 – 20...
დეპუტატები პუტინის ბრძანებას აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველო“ იუსტიციის მინისტრს პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster