დებატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა. საქმე მედიაში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, დათო ცუხიშვილის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხება. საპარლამენტო უმცირესობა ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების აუცილებლობას ხედავს. ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ამ საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტის ღირსების მუნდირის დაცვას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს „ქართული ოცნება“ მძევლად ჰყავს აყვანილი. დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი სპექტაკლი წარუმატებლად დასრულდა და ახლა შეთავაზებული მეორე სპექტაკლიც წარუმატებლად დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კამათი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამათი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის პირველი ყოველწლიური მოხსენება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური დებატები პარლამენტის სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ტალიაშვილი - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კო...
დებატებისა და განათლების ინსტიტუტი
პარლამენტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster