დეპუტატები პუტინის ბრძანებას აფასებენ

22.06.2019 01:44

პუტინის ბრძანებას, ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აფასებენ დეპუტატებიც. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ეკონომიკაზე, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს, თუმცა, ეს იქნება მოკლევადიანი. კაპანაძის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ალტერნატიული ბაზრების დივერსიფიცირება დროულად მოახდინოს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორც ეკონომიკური, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ინტერესი არ დაზარალდეს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პუტინის განკარგულებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: